Sბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოებს 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდზე მოეთხოვებათ ფინანსური ანგარიშგების წარდგენა
შესაბამის სამსახურში არაუგვიანეს 2019 წლის 1 ოქტომბრისა.
2019 წლის 31 მაისს საქართველოს ფინანსთა მინისტრის №162 ბრძანების საფუძველზე
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ
ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის
№290 ბრძანებაში მოხდა ცვლილებების შეტანა. საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების თარიღი 2019
წლის 3 ივნისი.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად ბიზნეს სუბიექტებისათვის სავალდებულო გახდა კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგებების და კონკრეტულ შემთხვევაში აუდიტორული დასკვნის წარდგენა. ზემოთხსენებული ინფორმაცია კანონის მიერ დადგენილი წესით შესაბამის სამსახურს უნდა წარედგინოს არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა.
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS) ბიზნესპროცესების აღრიცხვა-ანგარიშგების ერთიანი, საერთაშორისო ენაა. მზარდი გლობალიზაციის პირობებში, მსოფლიო ბაზარზე გასასვლელად და ფინანსების სხვადასხვა გზით მოძიების საქმეში კრიტიკულად მნიშვნელოვანი
ფაქტორი გახდა კომპანიის აღრიცხვა-ანგარიშგება სრულად შეესაბამებოდეს საერთაშორისოდ აღიარებულ და დანერგილ სტანდარტებს.
შესაბამისი სტანდარტების ბიზნესპროცესებში დანერგვა-გამოყენება უკვე სავალდებულო გახდა ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით, კერძოდ, 2016 წლის 8 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ კანონით.
საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის და საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფ) რთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, ხელმისაწვდომი გახდა ქართულ ენაზე თარგმნილი ფასს სტანდარტები.
ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნები (IFRS) სტანდარტების გამოყენების შესახებ მთლიანად დამყარებულია საწარმოთა ზომით კატეგორიაზე. კატეგორიათა დიფერენციაციის მაჩვენებლებს
საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური აწესებს.