IFRS – სავალდებულოდ გამოსაყენებელი სტანდარტები

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS) ბიზნესპროცესების აღრიცხვა-ანგარიშგების ერთიანი, საერთაშორისო ენაა. მზარდი გლობალიზაციის პირობებში, მსოფლიო ბაზარზე გასასვლელად და ფინანსების სხვადასხვა გზით მოძიების საქმეში კრიტიკულად მნიშვნელოვანი
ფაქტორი გახდა კომპანიის აღრიცხვა-ანგარიშგება სრულად შეესაბამებოდეს საერთაშორისოდ აღიარებულ და დანერგილ სტანდარტებს.

შესაბამისი სტანდარტების ბიზნესპროცესებში დანერგვა-გამოყენება უკვე სავალდებულო გახდა ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით, კერძოდ, 2016 წლის 8 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ კანონით.

საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის და საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფ) რთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, ხელმისაწვდომი გახდა ქართულ ენაზე თარგმნილი ფასს სტანდარტები.

ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნები (IFRS) სტანდარტების გამოყენების შესახებ მთლიანად დამყარებულია საწარმოთა ზომით კატეგორიაზე. კატეგორიათა დიფერენციაციის მაჩვენებლებს
საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური აწესებს.

მოთხოვნები (IFRS) სტანდარტების გამოყენებაზე საწამოთა კატეგორიების მიხედვით:

  • პირველი კატეგორიის საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს სტანდარტების) შესაბამისად;
  • მეორე კატეგორიის საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებს  მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (მსს ფასს სტანდარტები)  შესაბამისად. ამასთანავე, მას უფლება აქვს, გამოიყენოს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (ფასს სტანდარტები);
  • მესამე კატეგორიის საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებს  მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (მსს ფასს სტანდარტები)  შესაბამისად. ამასთანავე, მას უფლება აქვს, გამოიყენოს  ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (ფასს სტანდარტები) ;
  • მეოთხე კატეგორიის საწარმო ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებს სამსახურის მიერ დადგენილი  სტანდარტის  შესაბამისად. მეოთხე კატეგორიის საწარმოს უფლება აქვს გამოიყენოს ზომით მაღალი კატეგორიის საწარმოს სტანდარტები ( ფასს სტანდარტები  ან მსს
    ფასს სტანდარტები).

მეორე-მეოთხე კატეგორიის საწარმოთა შემთხვევაში, თუ სუბიექტის საქმიანობის მარეგულირებელი შესაბამისი ნორმატიული აქტი ითვალისწინებს უფრო მაღალი რანგის ანგარიშგების სტანდარტის გამოყენების წესს, მაშინ სუბიექტი ვალდებულია იხელმძღვანელოს შესაბამისი სტანდარტით.

ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ პრაქტიკაში დანერგოთ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS). მოარგოთ იგი თქვენი ბიზნესის სპეციფიურ მხარეებს და გამოწვევებს. გადავამზადებთ თქვენს ფინანსურ გუნდს შესაბამისი მიმართულებით.

Leave A Reply