ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად ბიზნეს სუბიექტებისათვის სავალდებულო გახდა კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგებების და კონკრეტულ შემთხვევაში აუდიტორული დასკვნის წარდგენა. ზემოთხსენებული ინფორმაცია კანონის მიერ დადგენილი წესით შესაბამის სამსახურს უნდა წარედგინოს არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა.
ამ მიზნით მოხდა ბიზნეს სუბიექტების კატეგორიებათ დაყოფა. კატეგორიის განსაზღვრა ხდება კონკტერული მაჩვენებლების მიხედვით. კანონით განისაზღვრა ოთხი კატეგორიის საწარმოთა ჯგუფი. ასევე კანონით ცალკე ჯგუფად განისაზღვრა „საზოგადოებრივი დაინტერესების პირი“ (სდპ),
რომელშიც გაერთიანებულია ფინანსურ სექტორში წარმოდგენილი სუბიექტები.
- პირველი კატეგორიის საწარმო სუბიექტი*, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:
ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონს ლარს აღემატება;
ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს აღემატება. - მეორე კატეგორიის საწარმო
სუბიექტი*, რომელიც არ არის მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:
ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება;
ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს არ აღემატება. - მესამე კატეგორიის საწარმო სუბიექტი*, რომელიც არ არის მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:
ა) აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს არ აღემატება;
ბ) შემოსავალი 20 მილიონ ლარს არ აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება. - მეოთხე კატეგორიის საწარმო სუბიექტი*, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:
ა) აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს არ აღემატება;
ბ) შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება.
საზოგადოებრივი დაინტერესების პირებისათვის, ასევე პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებისათვის სავალდებულო გახდა 2017 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის და შემდგომ პერიოდებში კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგების, მმართველობის ანგარიშგების, სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ
ანგარიშგების წარდგენა აუდიტორულ დასკვნასთან ერთად.
მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოებისათვის სავალდებულო გახდა 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის და შემდგომ პერიოდებში კანონით დადგენილი მხოლოდ ფინანსური ანგარიშგების წარდგენა. სხვა ანგარიშგებები, ასევე აუდიტორული დასკვნა
შესაბამისი კატეგორიის საწარმოებს არ მოეთხოვებათ. ჩვენი გუნდი მცირე და საშუალო ბიზნესს, რომლებიც თავისი ეკონომიკური მაჩვენებლებით
კლასიფიცირდება მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოდ, დეგეხმარებათ აღნიშნული ანგარიშგებების წარდგენაში კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის დაცვით.