2019 წლის 31 მაისს საქართველოს ფინანსთა მინისტრის №162 ბრძანების საფუძველზე
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ
ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის
№290 ბრძანებაში მოხდა ცვლილებების შეტანა. საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების თარიღი 2019
წლის 3 ივნისი.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად ბიზნეს სუბიექტებისათვის სავალდებულო გახდა კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგებების და კონკრეტულ შემთხვევაში აუდიტორული დასკვნის წარდგენა. ზემოთხსენებული ინფორმაცია კანონის მიერ დადგენილი წესით შესაბამის სამსახურს უნდა წარედგინოს არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა.