იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადის ცვლილება

2019 წლის 31 მაისს საქართველოს ფინანსთა მინისტრის №162 ბრძანების საფუძველზე
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ
ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის
№290 ბრძანებაში მოხდა ცვლილებების შეტანა. საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების თარიღი 2019
წლის 3 ივნისი.

Bცვლილების ძირითადათ შეეხო იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადებს. შედეგად, გარკვეული ტიპის შეღავათები, რომლებიც არსებობდა კონკრეტულ შემთხვევებში, გაუქმდა. კერძოდ,

  • „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე, ნაცვლად მანამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა განისაზღვრა;
  • წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე, ნაცვლად მანამდე მოქმედინ 15-დღიანი ვადისა 5-დღიანი ვადა განისაზღვრა;

ზემოაღნიშნული ცვლილება აქციზური საქონლის მიმართ გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს 2019 წლის 12 ივნისს ამოქმედდა, ხოლო სხვა შემთხვევაში – გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს 2019 წლის 2 ივლისს. 2019 წლის 31 მაისამდე რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებულ საქონელზე იმპორტის გადასახდელები გადაიხდება აქამდე არსებული ვადების დაცვით. ცვლილება არ შეეხო „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ, სეს ესნ-ის 1001 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ ხორბალზე იმპორტის გადასახდელებს, ძალაში დარჩა გადახდის 45-დღიანი ვადა.

Leave A Reply