Sბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოებს 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდზე მოეთხოვებათ ფინანსური ანგარიშგების წარდგენა
შესაბამის სამსახურში არაუგვიანეს 2019 წლის 1 ოქტომბრისა.
ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამის კატეგორიათა საწარმოების გაზრდილი ინტერესების გამო, ჩვენი კომპანია გთავაზობთ ღია სემინარებს, სადაც დეტალურად განიხილება სავალდებულო ფინანსური ანგარიშგების წარდგენის წესი, ფორმები და ინსტრუქციები.
სემინარს წარუძღვება სერტიფიცირებული ტრენერი. შეხვედრის ბოლოს მსმენელს ექნება შესაძლებლობა კითხვა-პასუხის ფორმატში დააზუსტოს მათთვის საინტერესო საკითხები.
სემინარი ჩატარდება სექტემბრის პირველ კვირას. იმისათვის, რომ ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს შესაძლებლობა დაეწროს ტრენინგს, ჩვენს მიერ იგეგმება ორი შეხვედრა. სემინარი იქნება სრულიად უსაფო, რაც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ პასუხები თქვენთვის მნიშვნელოვან
საკითხებზე, ასევე ახლოდან გაიცნოთ ჩვენი კომპანია.
რეგისტრაცია დაიწყება აგვისტოს 20 რიცხვიდან.
გისურვებტ წარმატებებს!