ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS) ბიზნესპროცესების აღრიცხვა-ანგარიშგების ერთიანი, საერთაშორისო ენაა. მზარდი გლობალიზაციის პირობებში, მსოფლიო ბაზარზე გასასვლელად და ფინანსების სხვადასხვა გზით მოძიების საქმეში კრიტიკულად მნიშვნელოვანი
ფაქტორი გახდა კომპანიის აღრიცხვა-ანგარიშგება სრულად შეესაბამებოდეს საერთაშორისოდ აღიარებულ და დანერგილ სტანდარტებს.
შესაბამისი სტანდარტების ბიზნესპროცესებში დანერგვა-გამოყენება უკვე სავალდებულო გახდა ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით, კერძოდ, 2016 წლის 8 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ კანონით.
საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის და საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფ) რთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, ხელმისაწვდომი გახდა ქართულ ენაზე თარგმნილი ფასს სტანდარტები.
ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნები (IFRS) სტანდარტების გამოყენების შესახებ მთლიანად დამყარებულია საწარმოთა ზომით კატეგორიაზე. კატეგორიათა დიფერენციაციის მაჩვენებლებს
საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური აწესებს.